თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სოფელ ლელიანში, „გენდერის ფესტივალი“ გაიმართა.
ფესტივალის სტუმრებს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს საქმიანობა გააცნო საბჭოს თავმჯდომარემ Shorena Xachiashvili -მა, რომელმაც აღნიშნა, რომ ქალები მეტად უნდა ჩაერთონ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახი -ის ხელმძღვანელმა Eka Zurabashvili -მა ლელიანის ქალთა კლუბის წევრებს მუნიციპალურ დონეზე არსებულ რესურსებზე მიაწოდა ინფორმაცია.
ახალგაზრდებმა ჩაგვრისა და ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მესიჯები პოსტერებზე გადაიტანეს და მომდევნო დღეებში, მათ ფოტო ისტორიების სახით განვათავსებთ სოციალურ ქსელში.
ჩატარდა ქალთა შორის სამაგიდე თამაშების ჩემპიონატი.
ანიმატორებმა იზრუნეს მშობლებისა და ბავშვების განწყობაზე.
უფროსი და ახალგაზრდა თაობების წარმომადგენლებმა ბავშვობის თამაშები გაიხსენეს
დაჯილდოვდნენ მედია კონკურსის მონაწილეები, სოფელ გიორგეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები, Aysun Amiraslanova Natavan Allazova Gocha Jamaspishvili, რომლებმაც გენდერულ საკითხებზე შექმნეს ნამუშევრები (ნოველა, ბლოგი, პოსტერი).
ფესტივალი გაიმართა პროექტის – „გენდერი ფოკუსში: საქართველოს თემები, ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის“ – ფარგლებში.