თაობათაშორისი დიალოგი ახალგაზრდა და 60+ ასაკის მოქალაქეთა საჭიროებებზე
ლაგოდეხში, გურჯაანში, თელავსა და ყვარელში მცხოვრები ახალგაზრდა და უფროსი თაობის წარმომადგენლები დაესწრნენ საინფორმაციო შეხვედრებს თემაზე: არჩევნების ისტორია საქართველოში, არჩევნებთან დაკავშირებული მითები და რეალობა, მოქალაქეთა საჭიროებები.
მოხსენების შემდეგ, შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს იმის შესახებ, თუ
რა საკითხები უნდა გაითვალისწინონ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებმა წინასაარჩევნო პროგრამებში ახალგაზრდა და უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის?
რა გამოწვევების წინაშე დგას მოსახლეობა?
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სოფლებიდან მოსახლეობის გადინების პრობლემაზე და ხანდაზმულთა საჭიროებებზე, ხოლო აღნიშნული პრობლემების გადასაჭრელად მათ თავიანთი ხედვა წარმოადგინეს.
ხუთივე მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრების მონაწილეებს სწორედ ცოდნის კაფეში შეეძლეებათ დისკუსიის დროს გამოთქმული მოსაზრებების პირადად გაჟღერება ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური მთავრობის წარმომადგენლებთან.
ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გამართულ საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდა ცოდნის კაფე/Knowledge Cafeს თანადამფუძნებელი ნანა ბაგალიშვილი.
საინფორმაციო შეხვედრების მხარდამჭერია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი NDI