26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
გვსურს, რომ ახალმა თაობამ საკუთარი ქვეყნის წარსული უკეთ იცოდეს.
ლელიანის ზრდასრულთა განთლების ცენტრი საქმიანობს კახეთის რეგიონში. პროფესიული და პიროვნული უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით იგი ეწევა ზრდასრულთა არაფორმალურ განათლებას. ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის კულტურულ თუ სპორტულ პროგრამებს. სამოქალაქო ჩართულობის გასაზრდელად ახორციელებს ადგილობრივი თემების ინტერესთა დაცვის კამპანიებს.
ლელიანის ზრდასრულთა განთლების ცენტრი 2013 წელს დააფუძნა DVV International-მა სათემო ფონდ ,,ლელი“-სთან თანამშრომლობით და დღემდე სამიზნე ჯგუფების გააქტიურებით, პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევის გაძლიერებით ზრდის თემის ეკონომიკურ კეთილდღეობას და მათი საზოგადოებრივ პროცესებში ჩართვით თემის განვითარებაზე მუშაობს.
ცენტრის დაფუძნებიდან დღემდე ცენტრის პროგრამებში და სერვისებში ჩართული იყო 17886 ადამიანი.
გვსურს, რომ ახალმა თაობამ საკუთარი ქვეყნის წარსული უკეთ იცოდეს.
თანასწორობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სოფელ ლელიანში, „გენდერის ფესტივალი“ გაიმართა.
ეს სურვილები სოფელ ლელიანის და აფენის ახალგაზრდებმა გააჟღერეს…
2013 წლის 27 მარტიდან ყოველდღიურად ვშრომობთ ათასობით მოქალაქის პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის.
21 მარტი მთეეელ მსოფლიოსთან ერთად ჩვენს ორგანიზაციაშიც აღვნიშნეთ…
ზრდასრულთა წიგნიერება და განათლება არის ერთმნიშვნელოვნად საჭირო პასუხისგებლიანი მთავრობის და მოქალაქეობის უზრუნველსაყოფად, რომლის ერთობლივი აქტივობები არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული მიზნების მისაღწევად.
ზრდასრულთა განათლება როგორც ,,მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა“ მოიცავს ფორმალურ და არაფორმალურ სწავლებას ცხოვრების ყველა ეტაპზე, რომელთა საშუალებით ზრდასრულები ავითარებენ და ამდიდრებენ საკუთარ ცოდნას და უნარებს.
ზრდასრულთა განათლებაში მნიშვნელოვანია მოთხოვნადი პროფესიების და კვალიფიკაციის ზრდასთან დაკავშირებული სწავლების შეთავაზება, რაც ეხმარება ინდივიდს მოერგოს მუდმივ ცვლილებებს და უპასუხოს შრომითი ბაზრის მოთხოვნებს.
სწავლა არ უნდა დასრულდეს მაშინ, როდესაც სკოლას ამთავრებ, აუცილებელია უწყვეტი საგანმნათლებლო პროცესის შენარჩუნება. ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უწყვეტი განვითარების პროცესში ჩართვის და ხელმისაწვდომობას სახელმწიფო უნდა უზრუნველყოფდეს.
ადამიანმა სულ უნდა იზრუნოს თვითგანვითარებაზე, ჩაერთოს სხვადასხვა არაფორმალურ სწავლებებში, ტრენინგებში, საჯარო ლექცია-სემინარებში, დისკუსიებში, დებატებში და დისტანციურ სწავლებაში. რათა ჰქონდეს შესაძლებლობა გამოიმუშაოს შრომის ბაზარზე საჭირო ახალი უნარ-ჩვევები.
არაფორმალური განათლება არის შესაძლებლობა ადამიანი ნებისმიერ ასაკში ვითარდებოდეს სასწავლო კურსების, ტრენინგების და სხვადასხვა აქტივობების საშუალებით. იმაღლებდეს კვალიფიკაციას მისთვის სასურველი მიმართულებით და ჰქონდეს განათლების მიღების უწყვეტობა მთელი სიცოცხლის მანძილზე.
ბედნიერებაა იყო ისეთი გუნდის წევრი, რომელიც დაუღალავად იბრძვის და ზრუნავს ადამიანთა პიროვნული განვითარებისთვის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ეს არის საუკეთესო ადგილი არაჩვეულებრივი ადამიანებით, რომლებიც ყოველდღიურად თავიანთი შრომით ცდილობენ სოფლის მოსახლეობის ცხოვრება გახადონ მრავალფეროვანი და საინტერესო.
ჩემთვის ცენტრი ასოცირდება ცოდნასთან, უპირობო მხარდაჭერასთან,მეგობრობასთან, სითბოსთან, სიყვარულთან და პატივისცემასთან. ჰყავს გუნდი რომელიც გვერდში მედგა, მამხნევებდა და ენერგიას არ იშურებდა ჩემ პატარებთან ერთად აქტიურად დავსწრებოდი პროფესიულ კურსებს და განმევითარებინა სასურველი უნარები.
ზრდასრულთა განათლება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ თითოეულმა ადამიანმა სხვადასხვა საჭირო უნარების განვითარებით შეძლოს თავისი საყვარელი საქმის პოვნა, თავისი თავის აღმოჩენა და გაიზარდოს როგორც პროფესიონალი ასევე იყოს საკუთარ უფლებებსა და მოვალეობებში გათვიცნობიერებული მოქალაქე.
ზრდასრულთა განათლება ეს არის შესაძლებლობა მოახდინო შენი თავის რეალიზება ნებისმიერ ასაკში, გააცნობიერო რომ არასოდესაა გვიან აკეთო ის საქმე, რაც გიყვარს და ყოველთვის შეგიძლია შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ
ცენტრი – არის ადგილი სადაც დიდი სითბოა და განათლება, აქ ერთიანდებიან ადამიანები საერთო ინტერესების და მიზნების საფუძველზე. შეაღებ თუ არა კარს სიყვარულით გეგებებიან და მზად არიან მხარში დაგიდგნენ შენი სურვილების რეალიზებისთვის.
– მას, შეიძლება შუქი ავანთოთ?
– რა თქმა უნდა, განათლებას ყველა კარგად სიტყვა “სინათლე” გამოხატავს…
იღიმის და შუქს ანთებს…
თავადაც ნათელია…
,,ასე ალბათ საკუთარი სახლი რომ მეყიდა ის არ გამიხარდებოდა“.. ცენტრი სოფლისთვის არის ბედნიერების და შესაძლებლობათა განვითარების საბადო.
,,ჩემს მუშაობას ცენტრში, შევადარებდი ერთ სუფთა ფურცელზე, ,,ოქროს ასოებით“ დაწერილ წარუშლელ ლამაზი ცხოვრების ნაწილს .“
ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა ჩემი, როგორც დიასახლისის ცხოვრება შეცვალა და მომცა სტიმული მომავალი წარმატებებისთვის.
ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მუდმივად ზრუნავს და ცდილობს, ყველა ადამიანს გაუწოდოს დახმარების ხელი.
,,მენეჯემენტის სემინარზე მივხვდი რომ სულ ამოყირავდა ჩემი შეხედულებები მართვაზე“
დაარსებულია 2006 წელს და მის მიერ განხორციელებული პროგრამები და აქტივობები მიმართულია მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელი მოსახლეობის გააქტიურებაზე და სამოქალაქო პასუხისგებლობის გაზრდაზე.
Kakheti village tours არის ,,ლელი“-ს მომავალი სოციალური საწარმო, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია. მის მიზანს წარმოადგენს სოფლად საოჯახო ტურიზმის განვითარება ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის.
ეს არის ფუტკრის მეურნეობა, რომელსაც სათემო ფონდი “ლელი” 2011 წლიდან ეწევა, 2017 წლის შემდეგ დამოუკიდებელი ბიზნესია და მისი შემოსავლების სრული რეინვესტირება ხდება საგანმანათლებლო პროგრამებში.