12-13 წლიდან დავიწყე შრომა ჩემი მომავალი პროფესიითვის.
ყოველთვის ვიცოდი, რომ ციფრული უსაფრთხოების სპეციალისტი მინდოდა, გამოვსულიყავი, ამიტომ ხვადასხვა პროგრამულ ენებს ვსწავლობ.. ეს ცოდნა დამეხმარება კიბერ შეტევების ამოცნობაში
აბიტურიენტობის გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში შევისწავლე Front-End დეველოპმენტი (HTML & CSS), Miranda Ghvaladze -ის ხელმძღვანელობით.
პროექტი ხორციელდება BTU • ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი -ს მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და ნორვეგიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის ფარგლებში შევისწავლე Front-End და Back-End დეველოპმენტი (JavaScript/Angular), ვისწავლე კიდევ ერთი პროგრამული ენა – Python.
კურსის ფარგლებში გავიარე ტექნოლოგიური ინგლსიურის B2 დონე და გავაგრძელე Back-End-ის შესწავლა, კონკრეტულად კი C#.
ახლა უკვე თავდაჯერებული Fron-End და Back-End დეველოპერი ვარ
ცოტა ხნის წინ კიბერუსაფრთხოებისა და ხელოვნური ინტელექტის გაერთიანების შედეგად შევქმენი და ავაწყვე საიტი – NoLapsus, რომელიც მომავალში უამრავ ადამიანს თუ კომპანიას გაუადვილებს კიბერ შეტევებთან ბრძოლას და ზოგადად უზრუნველყოფს მათ ციფრულ უსაფრთხოებას.
ხელოვნურ ინტელექტს შეეძლება ამოიცნოს ახალი ტიპის და არამარტო ახალი ტიპის ვირუსები.
დაგეხმარებათ მათ მოშორებაში და გამოგეგზავნებათ შესაბამისი ანტი ვირუსები.
საიტზე ასევე ნახავთ კიბერუსაფრთხოების შესახებ სანდო ინფორმაციას, რადგან ჩემი მიზანია, სულ უფრო მეტი ადამიანი იყოს შეიარაღებული ცოდნით, რაც მომავალში ნაკლებ ფინანსურ და ფსიქოლოგიურ ზიანს ნიშნავს.
NoLapsus-ის დახმარებით თაღლითებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა, მარტივად შეძლონ თქვენი მოტყუება.
პროგრამირების გარდა, აგრეთვე ვხატავ და ვწერ თავისუფალ თემებს, რომელიც მეხმარება გადაღლისას განტვირთვაში.
ცოდნა ძალაა, როგორც ფრენსის ბეკონი იტყოდა.
მითუმეტეს, როცა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიების ეპოქაში ვცხოვრობთ!
ნინო გაბუნია, 16 წლის, ლელიანი
