USAID-ის პროგრამის ფარგლებში მოძრავი სახალხო უნივერსიტეტის ლექციები დავიწყეთ.

ახალგაზრდა თაობამ კარგად უნდა იცოდეს, თავისუფლების ეს მცირე პერიოდი რამდენად მნიშვნელოვანი გამოცდილებაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
ეს იყო დემოკრატიული რესპუბლიკა, რომელმაც:
ბევრ განვითარებულ ქვეყანაზე ადრე ჩაატარა საყოველთაო არჩევნები ორივე სქესის მოქალაქეთა მონაწილეობით,
მიიღო კონსტიტუცია,
დააფუძნა სახელმწიფო ინსტიტუტები,
შეიმუშავა კანონმდებლობა ეროვნული და რელიგიური უმცირესობების დასაცავად,
გასაქანი მისცა ქალთა უფლებებს,
შექმნა მრავალპარტიული სისტემური მმართველობის კარგი მაგალითი,
ჩამოაყალიბა პოლიტიკური აზრისა და დებატების კულტურა.




ლექციათა ციკლი გაგრძელდება და ახალგაზდებს კვლავ საინტერესო საკითხებზე მივაწვდით ინფორმაციას.