მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა
გვსურს, რომ ახალმა თაობამ საკუთარი ქვეყნის წარსული უკეთ იცოდეს.
ისტორიის წიგნებში ნასწავლის გადასააზრებლად, ვიფიქრეთ, კარგი იქნება, თუკი სხვადასხვა თაობის ადამიანი ერთმანეთს შევხვდებით და ვისაუბრებთ სახელმწიფოებრივი თავისუფლების მნიშვნელობაზე.
უფროსი თაობის წარმომადგენლები მოგვიყვებიან, რა გავლენა მოახდინა რუსულმა ოკუპაციამ ქართულ მენტალობაზე, რა მოვლენები უძღოდა წინ 1991 წელს დამოუკიდებლობის აქტის გამოცემას და როგორ გაგრძელდა შემდეგი წლები ჩვენს ქვეყანაში.
შეხვედრაზე იქნებიან ადამიანები, ვინც საკუთარი თვალით ნანახს გაგვიზიარებენ, გვამოგზაურებენ დროში და ნათლად დაგვანახებენ განსხვავებებს, რომლებიც კომუნისტურ საქართველოსა და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ საქართველოს შორის არსებობდა.
სტუდენტებისგან და მოსწავლეებისგან მოვისმენთ გულწრფელ და სიმძიმისგან დაცლილ მოსაზრებებს, თუ როგორ ქვეყანაში სურთ ცხოვრება, რა სარგებლის მოტანა შეუძლია ევროკავშირს და ასევე, ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მოსაპოვებლად.
შეხვედრის განმავლობაში პერიოდულად ვაჩვენებთ დოკუმენტურ კადრებს, რომლებიც ახალგაზრდებს გაუცოცხლებს წლების წინანდელ მოვლენებს, თუ როგორ იქცეოდა მაშინ ქართული სამოქალაქო საზოგადოება თავისუფლების დასაბრუნებლად!
გეპატიჟებით ყველას, ვისთვისაც ეს საკითხი მნიშვნელოვანია: მასწავლებლებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს, ბებიებს, ბაბუებს თუ ა.შ.
ჩვენ გვჯერა, რომ “აწმყო – შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა!”
ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
მოიწვიეთ მეგობრები