ლაგოდეხელი ახალგაზრდები საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებით დაინტერესდნენ.
აქვე, თელავში გვყავს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული წარმომადგენელი – ბექა ექსეულიძე, რომელიც ახალგაზრდებს სიხარულით დასთანხმდა შეხვედრაზე.
სოფელ აფენის, გიორგეთისა და ლელიანის ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან ბექამ ისაუბრა:



აღნიშნულ ორგანიზაციებში გაწევრიანების პროცედურებსა და კრიტერიუმებზე.
ისეთი ინტერაქციული შეხვედრა გამოვიდა, ბექას მძღოლი გარეთ ლოდინისას იძახდა, ამდენ ხანს, ჯერ არსად გაჩერებულაო 

Gen Z – ეს თავისუფლებაა
ლაგოდეხის მერის მოადგილე, ნინო ბატიაშვილი, ესწრებოდა შეხვედრას და ახალგაზრდული საბჭოს სხვა წევრებისთვისაც დაიგეგმა საინფორმაციო შეხვედრა.
შეხვედრის განხორციელებას მხარი დაუჭირა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიამ და ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა.