უნარების გაძლიერების ტრენინგი ლაგოდეხელი ახალგაზრდებისთვის
ორგანიზაციამ Rights Georgia / უფლებები საქართველო “ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში” 28-29 იანვარს ორდღიანი ტრენინგი გამართა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ოსი და ქართველი ახალგაზრდების უნარების გაძლიერებას.





ინკლუზიური, არადისკრიმინაციული და არაძალადობრივი მიდგომები.
საინტერესო სესიების განმავლობაში, მონაწილეები შეხვდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერს Jondo Mdivnishvili , მერის მოადგილეს Nino Batiashvili და საკრებულოს თავმჯდომარეს Kakha Jamburia
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს შეახსენეს, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ ჩართულობას საზოგადოებრივად აქტიურ პროცესებში და ისაუბრეს თანამშრომლობის უპირატესობებზე.
ტრენინგი ჩატარდა ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მხარდაჭერით.