ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდების უნარების გაძლიერების მიზნით, 19-20 ნოემბერს, ჩატარდა ტრენინგი შემდეგ თემებზე:
ეფექტიანი და დამარწმუნებელი კომუნიკაცია;



ინკლუზიური, არადისკრიმინაციული და არაძალადობრივი მიდგომები.
ტრენინგს ესწრებოდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ოსი და ქართველი ახალგაზრდები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 10 სოფლიდან: მაწიმი, ბაისუბანი, პატარა გორი, კაბალი, განჯალა, გიორგეთი, ლაფნიანი, ვერხვისმინდორი, არეშფერანი, ლელიანი, ქ.ლაგოდეხი.
ახალგაზრდებს შესაძლებლობა მიეცათ, შეხვედროდნენ აზერბაიჯანელ აქტივისტებს, რომლებმაც გააზიარეს საკუთარი გამოცდილება და ხაზი გაუსვეს ენობრივი ბარიერის პრობლემის მოგვარებაზე მუშაობის მნიშვნელობას.
პროექტი -“ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკურ-სოციალურ ცხოვრებაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა“ ხორციელდება “ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის” IWPR Georgia მხარდაჭერით, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის დაფინანსებით.
