კიდევ ორ ჯგუფთან დასრულდა გრაფიკული დიზაინის ონლაინ კურსი და სასიხარულოა რომ კურსს მსმენელები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ესწრებოდნენ.
კურსის განმავლობაში მსმენელებმა შეისწავლეს ფოტოშოპი და ილუსტრატორი, ტრენერისგან მიიღეს პრაქტიკული რჩევები და მოამზადეს საფინალო პროექტები ორი ძირითადი მიმართულებით:
პოსტერები მათთვის საინტერესო სოციალურ თემაზე და მისი პრეზენტაცია;
ლოგო და ბრენდინგი, რომელიც კურსის ზოგიერთი მსმენელისთვის რეალურ მიზნებს ემსახურება;
ტრენერი: მარიამ მერაბიშვილი