ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, საგანმანათლებლო საკონსულტაციო ორგანიზაცია პირამიდასთან ერთად აცხადებს მიღებას საბაზისო კურსზე ,,ქცევის გამოყენებითი ანალიზი“.
საგანმანათლებლო კურსის მიზანია _ გადაამზადოს სპეციალისტები აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვებთან ქცევის გამოყენებითი ანალიზით სამუშაოდ.
განაცხადის შევსება შეუძლიათ კახეთის რეგიონში მცხოვრებ ფსიქოლოგებსა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებს, ასევე მომიჯნავე სპეციალობათა წარმომადგენლებს.
კურსში მონაწილეობა დაფინასნებულია ორგანიზაციის მიერ, მისი დასრულების შემდგომ ჩატარდება გამოცდა და გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
ტრენინგის დაწყების თარიღია 2021 წლის 5 იანვარი, ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, სწავლება განხორციელდება პლატფორმა zoom-ის საშუალებით.
განაცხადის შესავსებათ გადადით ბმულზე, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ტელ: 557575324
https://bit.ly/2XHHMrj
https://bit.ly/2XHHMrj