მარიამ გაბრიჭიძე ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის მოხალისეა
აბიტურიენტობის მიუხედავად ახერხებს, რომ საგანმანათლებლო ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მიიღოს მონაწილეობა:




ტრეინინგები
მარიამი 12 წლიდან გვემეგობრება და ამბობს, რომ ყოველთვის ჰქონდა სურვილი, გამხდარიყო ჩვენი დიდი ოჯახის წევრი
“არაფორმალური განათლებით სკოლაში მიღებულ ცოდნას ვამყარებ, ვსწავლობ დაგეგმვას, დროის მართვას, ფუნქციების გადანაწილებას, ორგანიზებას და გუნდში მუშაობას.
ჩემი მომავალი პროფესია დაკავშირებული იქნება მენეჯმენტთან, ორგანიზაციულ საქმიანობაში ჩართულობით კი პრაქტიკულ გამოცდილებას ვიღებ.
აბიტურიენტობის გამო საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი მაქვს, ამიტომ დავალებების მომზადებისთვის მშვიდი გარემო მჭირდება.
ოფისში სახლივით განწყობაა, ეს კი მეხმარება, რომ გულდასმით ვიმეცადინო.
მოხალისეობის გამო ჩემი ცხოვრება უფრო მომწონს, რადგან დღეები მრავალფეროვანი ამბებით იტვირთება.” 
