კიდევ ერთ ახალ გამოწვევას ვუპასუხეთ და 2021 წელს ცენტრში დაიგეგმა და განხორციელდა სოციალური მედიის ონლაინ კურსი.
კურსის განმავლობაში მსმენელებმა შეისწავლეს სოციალური ქსელების ეფექტური მართვა, შექმნეს ბიზნეს გვერდები, ისწავლეს როგორ უნდა შეიმუშაონ პოსტისთვის დიზაინი და დაწერონ ქოფი (ტექსტური ინფორმაცია).
გააცნობიერეს რომ, ნებისმიერი საქმიანობისთვის სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდის ცნობადობის გაზრდისთვის რეკლამაზე გაშვებაა საჭირო, ამიტომ კურსის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს პოსტის რეკლამაზე გაშვების ეფექტური გზები Business Manager-ისა და Ads Manager-ის გამოყენებით.
სასერთიფიკატო საფინალო პროექტისთვის კი საკუთარ იდეებზე ბიზნეს გვერდების სტრატეგია გაწერეს
ტრენერი: იზა ჯუგაშვილი