სოფო ნადირაძე

ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრმა ჩემი, როგორც დიასახლისის ცხოვრება შეცვალა და მომცა სტიმული მომავალი წარმატებებისთვის.

ჩემს ცხოვრებაში წარმატებები ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრიდან დაიწყო. 2017 წლის  ზამთარს როგორც იქნა გავბედე და ჩავეწერე ცენტრში მიმდინარე კურსებზე: ეს იყო ინგლისურის, კომპიუტერის, მენეჯმენტისა და მართვის კურსები. ასევე  იმ პერიოდში ვესწრებოდი ორგანიზაციაში გამართულ სხვადასხვა ტრენინგებს და სემინარებს. ამ აქტივობების დახმარებით ჩემს თავში აღმოვაჩინე ბევრი უნარი. უნდა გამოვტყდე რომ უკვე 30 წლის ვარ, დიასახლისი და აღარც მჯეროდა რომ ამ კუთხით განვითარდებოდი, და მითუმეტეს მუშაობას დავიწყებდი სადმე. კურსები წარმატებით გავიარე, შემდეგ დაიწყო მეწარმეობის კურსი, ისიც შევისწავლე, პარალელურად დაგროვილი ცოდნის ხარჯზე ამიმაღლდა თვითშეფასება და დავიწყე სამსახურის ძებნა. 2018 წლის თებერვალში დაიწყო კომპიუტერის კურსის მეორე დონე. ამ კურსის მსვლელობისას ერთ-ერთმა მსმენელმა მითხრა რომ იყო ვაკანტური ადგილი, ბანკში განვადების ოფიცრის პოზიციაზე,  აღსანიშნავია ის ფაქტი რომ მთელი ამ ტრენინგების განმავლობაში ვისწავლე CV- ს, სამოტივაციო წერილის შედგენა, საოფისე წარმოების დოკუმენტებთან მუშაობა, ამიტომ როცა გასაუბრებაზე დამიბარეს აღმოჩდა რომ მე ჩემი უნარებით ვაკმაყოფილებდი მათ .

    კურიოზიც შემემთხვა:  ტრენინგების და კურსების მიმდინარეობის პროცესში ცენტრის ადმინისტარცია ითვალისწინებდა კურსის მსმენელების ინტერესებს, თუ სად და როგორ იყვნენ დასაქმებულები და ჯგუფებიც ისე დგებოდა.  ყოველთვის მსმენელებზე  არგებდა კურსის მიმდინარეობის  პერიოდს, ვადებს და დაწყება-დასრულების დროს.

 და როდესაც ბანკში პარასკევს საღამოს დამიბარეს გასაუბრებაზე – მე ვუთხარი რომ ვერ მივიდოდი რადგან იმ საათებში ჩვენიდან ტრანსპორტი არ მოძრაობდა. წარმომადგენელმა კი მკაცრად მითხრა მუშაობის დაწყება თუ გინდა უნდა მოხვიდეო. აქ მოვედი გონს და მივხვდი რომ იქ სრულიად განსხვავებული გარემო და ხალხი იყო, რაც საკმაოდ კარგად აგვიხსნა „მენეჯმენტისა და მართვის კურსის“ ტრენერმა.

 ნელ-ნელა რეალური ცხოვრებაში უფრო ხელშესახები ხდებოდა ის საკითხები, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში შევისწავლეთ ქცევასთან, დროსთან, მენეჯმენტთან, აქტიურობასთან და ახალ ინიციატივებთან დაკავშირებით. გასაუბრებამ წარმატებით ჩაიარა და დავიწყე მუშაობა, ასე გავხდი განვადების ოფიცერი აგრო-სფეროს მაღაზიაში.

მინდა უღრმესი მადლობა უთხრა ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის გუნდს მათ შეცვალეს ჩემი ცხოვრება და მომცეს სტიმული მომავალი წარმატებებისთვის.

P.S იმედია მალე დაგიბრუნდებით ახალი უნარ-ჩვევის გამოსამუშავებლად……