ნინო ჭუმბურიძე

,,ჩემს მუშაობას ცენტრში, შევადარებდი ერთ სუფთა ფურცელზე, ,,ოქროს ასოებით“ დაწერილ წარუშლელ ლამაზი ცხოვრების ნაწილს .“

კომპიუტერის კურსის მოსწავლეობიდან, კომპიუტერის კურსის ტრენერობამდე.

2013 წლის 9 სექტემბერი ასე დაიწყო პირველი სამუშაო დღე, ,,ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრში.“ თბილი გარემო, მზრუნველი, კეთილგანწყობილი გუნდი და რაც მთავარია ჩვენი არაჩვეულებრივი ბენეფიციარები.

   კურსის მოსწავლეობიდან დავიწყე, დღეს უკვე ვარ კურსის პედაგოგი. ცენტრი დამეხმარა, საკუთარი თავის განვითარებაში და თავდაჯერებულობაში.

 ტრენინგები, აუდიტორიასთან მუშაობის და კომუნიკაციის ხელოვნებამ რომელიც, ორგანიზაციაში მუშაობის პროცესში ჩამომიყალიბდა მომცა საშუალება ჩემი შესაძლებლობის სწორი რეალიზების.

  მანამდე საანამ ცენტრში დავიწყებდი მუშაობას არაერთი სამუშაო ადგილი გამოვიცვალე და ვფიქრობ ის პირადი პრობლემები და დამოკიდებულებები  რის გამოც სამუშაოს ვერ ვინარჩუნებდი და ხშირად ვიცვლიდი, ცენტრის გუნდთან გადავლახე და სწორი დამოკიდებულებები გამოვიმუშავე.  რაშიც დამეხმარა როგორც ის კურსები რაც როგორც მოხალისემ გავიარე ცენტრში, ისე სამუშაო პროცესმა.

    დღეს უკვე მეორე სამსახურიც მაქვს ლაგოდეხში და საავადმყოფოში ცვლაში ვმუშაობ ლაბორანტად. ცენტრში სამუშაო გამოცდილება დამეხმარა ჩემი პროფესიით დავსაქმებულიყავი და ნებისმიერი სირთულის გუნდთან შემიძლია დღეს მუშაობა.

  ,,ლელიანის ზრდასულთა განათლების ცენტრი“ ის ადგილია, სადაც ყოველთვის ხედავენ  და აფასებენ შრომას. ადამიანს რომელსაც უყვარს თავისი საქმე, მისთვის შრომაც კი სასიამოვნო პროცესთან ასოცირდება.

 ,,ჩემს მუშაობას ცენტრში, შევადარებდი ერთ სუფთა ფურცელზე, ,,ოქროს ასოებით“ დაწერილ წარუშლელ ლამაზი ცხოვრების ნაწილს .“

  თუ გიყვარს საქმე, რომელსაც აკეთებ, თუ ხარ მოტივირებული და ცდილობ, საკუთარი თავის განვითარებას , ,,ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ ის ადგილია, სადაც ძალიან ბევრი რამის სწავლას შეძლებთ  და ყოველ ჩვენგანს გვაქვს შანსი გავხდეთ წარმატებული, რისი მაგალითიც არაერთი აქვს ცენტრს..