,,მენეჯემენტის სემინარზე მივხვდი რომ სულ ამოყირავდა ჩემი შეხედულებები მართვაზე“
ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემთან ახლოს არსებობს ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, რომელსაც ჰყავს არჩვეულებრივი გუნდი და მუდამ დიდი სიყვარულით ზრუნავს პროექტის მონაწილეებზე.
მქონდა შესაძლებლობა რომ პროექტის „ადამიანები მოძრაობაში“ ჩავრთულიყავი და გამევლო კომპიუტერის, მენეჯმენტის და მართვის სამთვიანი კურსები . ამ კურსების გავლამდე მე ვიყავი შ.პ.ს ნობლექსის ერთ-ერთი ფილიალის ხელძღვანელი და ვფიქრობდი რომ ყველა უნარი და თვისება მქონდა რაც უნდა ჰქონოდა მენეჯერს. მაგრამ ეს ასე არ ყოფილა, პირველივე მენეჯემენტის სემინარზე მივხვდი რომ სულ ამოყირავდა ჩემი შეხედულებები მართვაზე და იმაზე რასაც ვაკეთებდი რომ ძალიან ბევრი რამე მქონდა სასწავლი და პრაქტიკაში განსახორციელებელი.
ყოველ მომდევნო ლექციას დიდი მონდომებით ველოდებოდი, ტრენერი იმდენად საინტერესოდ გადმოგვცემდა და განიხილავდა ყველა უნარს და თვისებას რაც მენეჯერს უნდა ჰქონოდა და გაეთვალისწინებინა ყოველდღიურობაში ვერც წარმოვიდგენდი. მისი ყველა სიტყვა თვალს მიხელდა ჩემს შეცდომებზე, მაფიქრებდა მაშინვე პრაქტიკაში გადამქონდა, შედეგიც არ აყოვნებდა.
დავისახე ახალი მიზნები, ვისწავლე დათმობა და კომპრომისზე წასვლა, თავზე დაყრილი საქმეების დელეგირება, ნდობა გამიჩნდა თანამშრომლების მიმართ, დავიწყე დროის უფრო ეფექტურად გამოყენება. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც მოხდა მე გავხდი ჩემი გუნდის წევრი, რამაც კიდევ უფრო წარმატებული გამხადა.
ახლა ვფიქრობ რამდენად დიდი განსხვავებაა ჩემს მაშინდელ და ახლანდელ დამოკიდებულებაზე რა არის ცხოვრებაში წარმატება, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა ლელიანის ცენტრს რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პიროვნულ ზრდაში და კარიერულ წინსვლაში. იმავე წელს მე ქსელის ყველაზე ,,წარმატებული მენეჯერის“ სტატუსი მოვიპოვე.
მე მიყვარს „ცენტრი“ თავისი გუნდის წევრებით.