მარიანა კოჩაძე

მე ვარ მარიანა კოჩაძე, ,,ასე ალბათ საკუთარი სახლი რომ მეყიდა ის არ გამიხარდებოდა“.. ეს ჩემი სტატუსია ფეისბუქზე როცა კოსმეტიკური კაბინეტის  ბიზნეს-გეგმის დაფინანსების შესახებ მივიღე ინფორმაცია ,,ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრიდან“.

მერე დავჯექი და ვიფიქრე, მე რომ არ დავინტერესებულიყავი და ცენტრში არ მევლო სტილისტის და კოსმეტოლოგის, კომპიუტერის და ინგლისურის კურსზე ამ შესაძლებლობას ხომ ვერ გავიგებდი და დღეს ასე ბედნიერი არ ვიქნებოდი.

ახლა მექნება ყველა ის აღჭურვილობა და აქსესუარი რაც მნიშვნელოვანია კაბინეტის მუშაობისთვის. ფართი ვიქირავე, თბილისში კოსმეტიკურ სალონში სასწავლო კურსზე დავრეგისტრირდი და დაფინანასების შესახებ ინფორმაციის მიღების წუთიდან შინაგანად მზად ვარ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის და ჩემი მცირე ბიზნესის წარმატებული ფუნქციონირებისთვის..

ისიც ვიცი რომ იქ სადაც ცოდნა და უნარი არ მეყოფა საგადასახადო ვალდებულებების სამართავად ამ მიმართულებითაც მივიღებთ ცენტრიდან კონსულტაციას და მხარდაჭერას.

ცენტრი სოფლისთვის არის ბედნიერების და შესაძლებლობათა განვითარების საბადო.