ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი მუდმივად ზრუნავს და ცდილობს, ყველა ადამიანს გაუწოდოს დახმარების ხელი.
2007 წლიდან ვცხოვრობ სოფელ ლელიანში. დასაქმებული ვარ ლელიანის მუსიკალურ და საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგად.
მუსიკალური სკოლა და ლელი ერთ შენობაში მდებარეობს, სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა და თნამშრომლობა, რომელიც აქტიურად გრძელდება.
თავდაპირველად თანამშრომლობა ლელიანის სამუსიკო სკოლის სარეაბილიტაციო პროექტით დაიწყო, სასწავლო სივრცეები გაუსაძლის მდგომარეობაში იყო ბავშვებისთვის და პედაგოგებისთვის. ცენტრის საგრანტო პროგრამაში წარვადგინეთ საპროექტო განაცხადი და მათი დახმარებით გავაკეთეთ რეაბილიტაცია. ეს იყო ჩვენი მრავალწლიანი ურთიერთობის დასაწყისი.
მუსიკალური სკოლის ბავშვებისთვის ცოდნის მისაღებად მნიშვნელოვანია შესაბამისი ლიტერატურა, რომლის მწირი რაოდენობის გამო შეუძლებელი იყო მუშაობა, რომ არა ცენტრი რომელიც დახმარებას გვიწევდა ნოტების გამრავლებაში რაც ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო.
2013 წლიდან გაიხსნა „ლელიანის ზრდასრულთ განათლების ცენტრი“ სადაც დაიწყო ყველა იმ ადამიანის გადამზადება, ვისაც სურვილი ჰქონდა საკუთრი ცოდნა აემაღლებინა, მიეღოთ არაფორმალური განათლება და უნარ-ჩვევები, რასაც საჭიროდ თვლიდნენ. სწორედ აქედან გამიჩნდა დიდი სურვილი განმევითარებინა პროფესიული და პიროვნული უნარები. ჩემი გადატვირთული რეჟიმიდან და ოჯახური პირობებიდან გამომდინარე (ვარ სამი შვილის დედა) მაინც გამოვნახე დრო და ჩავეწერე კურსებზე: სტილისტის, ინგლისურის, კომპიუტერის, მენეჯმენტის და მართვის. ვიღებდი მონაწილეობას სხვადასხვა აქტივობებში და ტრენინგებში.
ნელნელა დამიგროვდა ცოდნა და უნარები. ვარ დაბრუნებული მიგრანტი და 2017 წელს მონაწილეობას ვიღებდი მიგრაციის თემაზე არსებულ ცენტრის პროექტში სადაც ვესწრებოდი სტილისტის კურსს და კურსების მსმენელებისთვის გამოცხადებულ შიდა საგარანტო კონკურსზე წარვადგინე მცირე ბიზნეს იდეა სალონის გახსნაზე. გამარჯვებულების მხარდაჭერა ხდებოდა ტექნიკურ-მატერიალური რესურსის შეძენით და დიდი ხნის ოცნება მქონოდა სოფელში სალონი ამისრულდა.
პროექტი წამატებულად დასრულდა და მე პარტნიორად დავიმატე ისეთი პიროვნება რომლის ოჯახის წევრებიც იმყოფებიან მიგრაციაში.
უკვე ერთი წელია რაც სალონი გავხსენით, რომელიც წარმატებულად ფუნქციონირებს და ვფიქრობ ცენტრში მიღებული უნარები ძალიან დამეხმარა. გავხდი ინდ. მეწარმე და თავადაც ვმუშაობ ამ სალონში. დავასაქმე ორი გოგონა, როლებმაც ჯერ ცენტრში გაიარეს სტილისტის კურსები, შემდგომ კი ისევ ცენტრი დაგვეხმარა თბილისში, შვარცკოფის ფირმაში გაევლოთ ორთვიანი კურსები.
უზომოდ კმაყოფილი ვარ ცენტრთან მრავალწლიანი ურთიერთობით და ვფიქრობ მომავლშიც გაგრძელდება ჩვენი ურთიერთობა. რადგან ეს ორგანიზაცია მუდმივად ზრუნავს და ცდილობს, ყველა ადამიანს გაუწოდოს დახმარების ხელი. ეს ყველაფერი სოფლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სტიმულის მომცემი, როგორც ახალგაზრდებისთვის ასევე უფროსი თაობებისთვის.